უკრაინის ქალაქ ლუცკში ავტობუსის გამტაცებელს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
იდენტიფიცირებულია ავტობუსში მძევლებად აყვანილი პირების ნაწილი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.
მამაკაცი აცხადებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.











