საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას „ქართულ ოცნებაში“ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, „ქართული ოცნება“ ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.
„მე პარტიაში არავითარი თანამდებობა არ მიკავია. ბახტაძის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ. თუ ყოფილ პრემიერს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ექნება – მგონი, მისთვის კარები დაკეტილი არ არის“- განაცხადა ქანთარიამ.
ინფორმაციისთვის, გუშინ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის საარჩევო სიაში, შესაძლოა, ექსპრემიერი მამუკა ბახტაძეც ვიხილოთ, თუ ბახტაძეს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი ექნება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











