მაშველებმა სოფელ ჭიორაში 75 წლის მამაკაცს მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიუტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამახური ავრცელებს.
„რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის, დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჭიორაში 75 წლის მამაკაცს ესაჭიროებოდა მედიკამენტები.
პრეპარატები, რომელიც ადგილზე მას ექიმმა დაუნიშნა, უამინდობის გამო ვერტმფრენით მიწოდება ვერ მოხერხდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები, ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.
ადგილზე იმყოფება ექიმი, 75 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











