„ჩვენ მათ კიდევ ერთი შანსი მივეცით, რომ გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის ბულინგიდან და გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ერთი მხრივ, იქნება მოსახლეობის მინიმუმ 2/3-ის გამომხატველი, როგორც ეს კვლევებმაც აჩვენა“,- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე მანდატების შეწყვეტასთან მიღებულ გადაწყვეტილებას.
„ბევრი დეპუტატი აცხადებს, რომ თავს იკავებს ტელეკამერებთან გამოჩენისგან, მათ შორის „გირჩის“ წარმომადგენლები გუშინ განცხადებებს აკეთებდნენ, რომ არ ჩნდებიან ტელეკამერების წინ, განსაკუთრებით პარადოქსულია, რომ ზოგი დეპუტატი საერთოდ არ ფლობს სადეპუტატო უფლებამოსილებას და ისინი აცხადებენ, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმ დეპუტატებს რომლებიც არ ჩნდებიან ტელეკამერებთან, არ ხსნიან საკუთარ პოზიციას, ამ დეპუტატებს ვაძლევთ კიდევ ერთ შანსს, რომ სახელმწიფოებრივად იფიქრონ, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღონ და არ ჩაერთონ იმ პროცესში, რასაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა აბსოლუტურად სამართლიანად უწოდეს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში,“- განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღეს მიიღო.











