არაერთხელ გვითქვამს, რომ მოხდება გუნდის განახლება, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ახლა შემოდიან და შემოვლენ პოლიტიკურ პროცესში,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
როგორც ცნობილია, 20 ივლისს “ქართული ოცნება” მაჟორიტარ კანდიდატთა სიას წარადგენს. თალაკვაძის თქმით მათი შერჩევისას პარტიამ რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელა.
„არაერთხელ გვითქვამს, რომ მოხდება გუნდის განახლება, იქნებიან გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ახლა შემოდიან და შემოვლენ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ უკვე წარვადგენთ მაჟორიტარებს, ეს არის 30 ოლქი. მაჟორიტარების შერჩევის მთავარი კრიტერიუმები იყო მათი პროფესიონალიზმი, სანდოობა საზოგადოების მხრიდან, ასევე ის პოლიტიკური უნარები, რომელიც ოლქებისა და ოლქებში მცხოვრები ადამიანების ინტერესების სწორად მოტანას, სწორ ადვოკატირებას და მუშაობას შეეხება. საერთო ჯამში, ეს გუნდი იმუშავებს ასევე პროპორციული სიით შესულ ადამიანებთან ერთად, თუმცა მაჟორიტარების დატვირთა იქნება განსაკუთრებული, ვინაიდან ოლქები იზრდება და გაზრდილი ოლქების წარმომადგენლობა პარლამენტში არის უფრო მეტი პასუხისმგებლობა. გურიის ოლქშიც შერჩეული გვყავს მაჟორიტარობის კანდიდატი, ჩემთან დაკავშირებით გუნდის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროპორციულ სიას წარვადგენთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:











