ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკაა ჩართული.
ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექოლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.











