პირდაპირ გეტყვით, მე ჩემ, საკუთარ ფრაქციაზე ვფიქრობ „კანონი და სამართალი“, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „ლელოსთან“ არ ითანამშრომლებს.
„პირდაპირ გეტყვით, მე ჩემ, საკუთარ ფრაქციაზე ვფიქრობ „კანონი და სამართალი“. გინდოდათ გეკითხათ, საერთოდ ვითანამშრომლებ თუ არა მათთან? – მე უკვე ვითანამშრომლე. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ არ ვითანამშრომლებ, „ლელოც“ არა.
მე ვიღწვოდი, ძალა ერთობა არ დაინგრეს – მეთქი. რა ამბავში ვიყავი, რას ერჩით გამარჯვების პროექტს, რომელმაც მეორე ტური დადო-თქო. ეს ინტუიციურად სწორი სურვილები იყო. ახლაც ვამბობ, ძალა ერთობის პროექტმა თავის სიტყვა უნდა თქვას. მე უკვე ვითანამშრომლე ძალა ერთობასთან, თორმეტმა პარტიამ, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ახლა არის გაერთიანების, ძალა ერთობის დრო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მსხვილი ოპოზიციური პარტია, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ჩარკვიანი.











