მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე რეგისტრაცია 88 დეპუტატმა გაიარა. ეს ნიშნავს, რომ ქვორუმი შედგა და პარლამენტი უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, სიტყვა პარლამენტის სხდომაზე დამსწრე უხუცეს წევრს ლადო კახაძეს გადაეცა, რომელიც პირველ სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.
სხდომაზე პარლამენტის წევრთაგან, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელ კომისიას 11 წევრის შემადგენლობით, ხოლო დროებითი სამანდატო კომისიას 17 წევრის შემადგენლობით აირჩევენ.











