მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
რეგლამენტის მიხედვით, მას შემდეგ, რაც სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.











