რაუნდი არის ჰაერში გამოკიდებული, ეს არის ყველას დანაშაული ორივე მხრიდან,- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოლაპარაკებები და შეთანხმება არის უალტერნატივო, ამ ვითარებაში სუფთა ჰაერივით საჭიროა მოლაპარაკება განახლდეს, დიალოგი აღდგეს, შეთანხმება შედგეს და ამის შემდეგ ოპოზიცია შემოვიდეს პარლამენტში და პოლიტიკური ცხოვრება იყოს დინამიური პარლამენტში და არა ქუჩაში.
თქვენ ხედავთ, რომ 5- დან 4 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, საარჩევნო რეფორმაზე უბრალოდ შეთანხმება კი არ არის, კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და დღე-დღეზე ეს შეთანხმება კანონპროექტის სახეს მიიღებს. შესაბამისად, ჩვენ ორმა ოპოზიციონერმა რაღაც ნაწილი შევძელით, ახლა დანარჩენმა 54-მა გარეთ დარჩენილმა დეპუტატმა შეძლონ, რომ რიგგარშე არჩევნებზე დაითანხმონ „ქართული ოცნება”. რატომაც არა? – ამას ჩვენ მივესალმებით და საერთოდ არ ვიქნებით ამის წინააღმდეგი, პირიქით”, – განაცხადა ელისაშვილმა.











