ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს თქმით, ეპარქიაში არ არის ორ მხარეს შორის დაპირისპირებას, არამედ ადგილი აქვს „ანტიკანონიკურ მოქმედებებს ერთ მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხირდან”
„თქვენ აჩვენებთ, რომ თითქოს დაპირისპირება არის ორ მხარეს შორის. ამ დროს არის ანტიკანონიკური მოქმედებები ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხირდან, რომლებიც პატრიარქს აგინებენ, რომელთა ლიდერიც სინოდმა მსახურებიდან გაიყვანა და ამ ეპარქიის მართველობიდან გადააყენა. ეს ადამიანები ცდილობენ თქვენი გამოყენებით შექმნან დამოკიდებულება თითქოს კონფლიქტი არის ორ მხარეს შორის. სინამდვილეში ამ სიტუაციაში არის ანტიკანონიკური მოქმედებები განდგომილი ამბოხებული სასულიერო პირებისა და ეკლესიის კანონიკური მოქმედება, რომელსაც მასმედიის გარკვეული ნაწილი, აშუქებს თითქოს ეს არის ორ მხარეს შორის დაპირისპირება” , – განაცხადა მეუფე სტეფანემ.











