fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მეუფე სტეფანე: თუ ვინმე სისხლისღვრას დააპირებს, ტერორისტულ აქტად შევაფასებთ

14:34 April 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

მარტვილის სოფელ თამაკონის ტაძარში, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი წირვას ატარებს, მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები შევიდნენ.

მიტროპოლიტის განცხადებით, ის აქ დღეს იმისთვის არ მოსულა, რომ ის სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება შეუჩერა, ეკლესიიდან განკვეთოს. მისივე თქმით, როცა არ არის დარწმუნებული ბოლომდე საკუთარი ქმედების სისწორეში, ამას არ აკეთებს.

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ მართალია სალხინოს ტაძარში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, მაგრამ დღეს იქ მამები წირავენ, ადამიანები ლოცულობენ, ამიტომაც მისთვის სხვა საკითხები დღეს პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ცდილობს ადამიანებს მეტი დრო მისცეს ვითარების გასაანალიზებლად.

მიტროპოლიტის განმარტებით, როცა ადამიანი აღელვებულია და შინაგანი შფოთი აქვს, ყოველთვის სწორად ვერ მოქმედებს და ვერ წყვეტს ბევრ რამეს. ამიტომ, უფლება არ აქვთ მათ საბედისწერო განაჩენი გამოუტანონ, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზიც აქვთ და უამრავი ფაქტია, რის გამოც შეიძლება ნებისმიერი მუხლით მათი დასჯა.

„მაგრამ, არის კიდევ მეორე რამ – წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. ამ შემთხვევაში მე ამ პრინციპით ვსარგებლობ და შინაგანად გული არ მიშვებს, რომ განვკვეთო. ხომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს სწორი განწყობა ამ მხრივ? სწორი განწყობა გვქონდა მაშინ, როცა განვკვეთე, ვინც განსაკვეთი იყო, როცა შევზღუდე მღვდელმსახურება. არცერთი წუთით არ მქონია შინაგანი თრთოლვა ან შეყოყმანება, იმიტომ, რომ ვხედავდი, ღვთის წინაშე ეს სწორი იყო. მე მთელი ღამე უფლის წინაშე გავატარე იმისთვის, რომ ეს გამეკეთებინა”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისივე თქმით, თუკი იძულებულს არ გახდიან, ამას არ გააკეთებს არც ახლა და არც მომავალში. მიტროპოლიტი ამბობს, რომ თუ ექნებათ საშუალება, ჩვეულებრივ წირონ და ილოცონ, არავითარი პრობლემა არ იქნება.

„აქ გავიგე მუქარასავით, რომ სისხლისღვრა მოხდება და რაღაც. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი პოზიცია ზოგადად. ხალხი სალოცავად მოდის და არა იმისთვის, რომ ვიღაცას სცემოს. თუ ვინმე სპეციალურად არ გააკეთებს ისეთ რამეს, რომ ვინმე ცემოს ან სისხლი დაღვაროს, არაფერი მოხდება. არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს.

აქ უფრო მძიმე საკითხებია, იმიტომ, რომ ეს უკვე განხილული იქნება, როგორც ტერორისტული აქტი. იქნება განხილული, არა როგორც უბრალო სამართალდარღვევა, არა მხოლოდ ის, რომ წირვის ჩატარების უფლებას არ გაძლევს, რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ, თუ ვინმე სისხლისღვრაზე არის გამზადებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ტერორისტული აქტისთვის ემზადება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიციას და ყველას მივმართავთ, რომ ასეთი მუქარა არის, რომ ეს ყველაფერი ისე იყოს გაკეთებული, რომ ნეიტრალიზებული იყოს ნებისმიერი ტერორისტი, ან ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც შეეცდება სისხლისღვრის ატეხვას ან ტაძარში, ან ტაძრის გარშემო”, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

 

ავტორი: თეა შონია 

თეგები: მეუფე სტეფანე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

მეუფე სტეფანე ამბობს, რომ შერიგება მხოლოდ მონანიებითა და აღსარებით არის შესაძლებელი

December 19, 2021
1.8k
საზოგადოება

სასულიერო სკოლის პედაგოგების გაფიცვის ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია და თავად მივხედავთ – მეუფე სტეფანე 

June 1, 2021
796
მთავარი ამბავი

მეუფე სტეფანემ ურჩობაში მყოფ იღუმენს ბოლო გაფრთხილება მისცა

May 26, 2021
795

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია