ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ ბრძანება #2 გამოსცა, სადაც ახსნილია დეტალურად, თუ რატომ შეუჩერდათ ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება.
მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ.
მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ მათ საქციელს.
დღეს კი ჭყონდიდის ეპარქიაში ეპარქიის კრება ჩატარდება, სადაც აღნიშნულ და სხვადასხვა საკითხებზე სასულიერო პირები იმსჯელებენ.
ავტორი: თეა შონია












