„მე პირადად მაინც მგონია, რომ ბოლო მომენტამდე იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს“,- ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე ამბობს, ნიკა მელია არ აყვება „მიშას თამაშს“.
„მე პირადად მაინც მგონია, რომ ბოლო მომენტამდე იქნება მცდელობა, რომ ნიკა მელია გადაიხდის გირაოს. არ მგონია რომ იგი მიშას თამაშს გაჰყვეს და რადიკალური სცენარის განვითარებას შეუწყოს ხელი თავისი მოგონილი პოლიტდევნილობით. ფაქტია, რომ ბოკერიას მიერ დაანონსებული რევოლუცია მათ გონებაში ფრთებს ისხამს, მაგრამ რეალურად დღეს ისინი რეალობას არიან აცდენილები“,- განაცხადა მამუკა მდიანრაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით მიმართა.
დღეს ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას პარლამენტი იმუნიტეტს მოუხსნის.










