fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მიანიჭეთ დათა ვანიშვილს ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის – ანა დოლიძე პრეზიდენტს

23:02 March 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, დათა ვანიშვილს სამოქალაქო თავდადებისთვის ორდენი მიანიჭოს.

„მინდა მივმართო პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს – მას დღეს შეუძლია დანიშნულებისამებრ, სასარგებლოდ გამოიყენოს ის ერთ-ერთი მცირე უფლებათაგანი, რომელიც მას დარჩა. ეს უფლება ეხება ორდენებისა და ჯილდოების მინიჭებას. დღეს დაასაფლავეს ჩვენი ანტისაოკუპაციო ძალის სიმბოლო, ადამიანი, რომელმაც მშვიდობიანად, კეთილგონიერებით, სტუმართმოყვარეობით შეინარჩუნა მეხსიერება საოკუპაციო ხაზთან, შეინარჩუნა ქართველობა და ქართული ღირსება. ვგულისხმობ დათა პაპას, ანუ დათა ვანიშვილს. ეს არის მოხუცი, რომელმაც საერთაშორისო დონეზე გაგვითქვა სახელი იმ მავთულხლართებთან, რომელიც ყველას გვტკივა და ეს ტკივილი დათა პაპამ ყველას გააცნო. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. მართლაც, ყველასთვის სამწუხარო ფაქტია, რადგან ის იყო ამ ანტისაოკუპაციო მეხსიერების სიმბოლო.

დღეს რა შეგვიძლია გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ მას პატივი მივაგოთ. მივმართავ სალომე ზურაბიშვილს: ქალბატონო სალომე, თქვენ შეგიძლიათ დათა პაპას გარდაცვალების შემდგომ მიანიჭოთ ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის. ეს ორდენი აქვს ჩვენ სახელმწიფოს და გაიცემა სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც ჩვეულებრივმა მოქალაქემ გამოავლინა ისეთი თავდადება, რითაც გააძლიერა ჩვენი სახელმწიფო, თვითშეგნება, თვითმყოფადობა და კულტურა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება, მართალია, სიმბოლური, მაგრამ რაღაცით ხაზი გაესმება ასეთი ადამიანების ღვაწლს ჩვენი ერის წინაშე. ვფიქრობ, კარგი დრო იქნება, რომ თუნდაც მისი გარდაცვალების შემდეგ დავუფასოთ ღვაწლი. ორდენი სამოქალაქო თავდადებისთვის ნამდვილად ეკუთვნის დათა პაპას და მის ოჯახს. მე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც გული შესტკივა სამშობლოზე, მოგიწოდებთ ქალბატონო სალომე, რომ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს ანა დოლიძე.

თეგები: ანა დოლიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა

August 21, 2021
787
პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

August 14, 2021
792
პოლიტიკა

არ მჯერა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შევარჩევთ კანდიდატს, რომელიც სამართლიანად ჩაატარებს არჩევნებს – ანა დოლიძე

July 2, 2021
776

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია