მიჩიგანში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის შეჩერება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
BBC-ის ცნობით, მოსამართლე სინტია სტივენსმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით მიიღო. მისი თქმით, „ტრამპის შტაბის საჩივარი სასამართლომ დაგვიანებით მიიღო, ანუ მაშინ, როდესაც ხმების დათვლის დასრულება უკვე დასკვნით ეტაპზე იყო“.
მოსამართლის განცხადებით, „სარჩელი შეტანილია შტატის მდივნის სახელზე, რაც ასევე შეცდომაა, რადგან ამ ოფიციალურ პირს ხმების დათვლის პროცესის კონტროლი არ შეუძლია“.
მიჩიგანი ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამერიკა რიგით 46-ე პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











