„ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.
როგორც ის ამბობს, მიღებულმა გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა ოპოზიციის კამპანიას, რომლითაც ისინი რურუას უდანაშაულოდ წარმოჩენას ცდილობდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისგან განსხვავებით, დღეს საქართველოს ჰყავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. სასამართლომ გამოიტანა ობიექტური განაჩენი კონკრეტულ სამართალდარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ამ განაჩენით წერტილი დაესვა კრიმინალური და ხელმოცარული ოპოზიციის იმ აბსურდულ კამპანიას, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მათი კრიმინალური ლიდერი უდანაშაულოდ წარმოეჩინათ ამ პროცესში“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











