საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.
დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინის ელჩს , მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო განმარტებებს მოსთხოვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის ელჩმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ვაფრთხილებდით უკრაინელებს, ელჩს დავიბარებთ და მოვთხოვთ განმარტებებს – დავით ზალკალიანი
„როგორც მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა ჩვენ განვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. უკრაინის ხედვა არის რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პერსონა უკრაინაში. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა არის ქართველი და არასდროს შეწყვეტს ქართველად ყოფნას. საქართველო მისთვის არის მნიშვნელოვანი ნაწილი არამხოლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ მისი ფიქრები და გული სწორედ აქ დარჩება“,- განაცხადა იგორ დოლგოვმა.











