საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მის საქმეზე ჩანიშნულ პროცესზე დასასწრებად გორიდან წამოიყვანეს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია თანხების გაფლანგვის საქმეზეა ბრალდებული.
ამ დანაშაულს ამნისტია არ შეეხება. საუბარია 2009 წლის 01 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე ჩადენილ ქმედებებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა გრიფით საიდუმლო დოკუმენტით დამალა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალდება 2014 წლის 13 აგვისტოს წარედგინა. დამტკიცების შემთხვევაში, ეს დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.











