„ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაწინაურებას არ გამორიცხავს. როგორც ნაყოფიამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, უკრაინაში სააკაშვილზე დიდი მოთხოვნაა.
„უკრაინაში ყველაფერია მოსალოდნელი. იქ მიხეილ სააკაშვილი ძალიან პოპულარულია. უკრაინელი ხალხში დიდი მოთხოვნაა ისეთ ადამიანზე, როგორც სააკაშვილია. ყველაფერი დამოკიდებულია პრეზიდენტ ზელენსკიზე. არაფერს გამოვრიცხავ, რადგან სააკაშვილის შესაძლებლობები და გაკეთებული საქმეები მასზე მეტყველებს.
მალე შედგება რეფორმების ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა, სადაც სააკაშვილი რეფორმების ძალიან მძლავრი პაკეტით წარდგენა. იმედი მაქვს, რომ ეს რეფორმები განხორციელდება. ეს, რა თქმა უდნა, დამოკიდებულია უკრაინის პარლამენტზე და გარკვეულწილად, მთავრობაზე.
უკრაინაში მოთხოვნა სწრაფ რეფორმებზე არის და დღეს უკრაინაში რეფორმების მთავარი მედროშე მიხეილ სააკაშვილია. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება“,- განაცხადა ნაყოფიამ.
სააგენტომ ნაყოფიას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შესახებაც ჰკითხა – იკავებს თუ არა ის ოფიციალურად უკრაინაში გენპროკურორის მრჩევლის თანამდებობას. როგორც ნაყოფიამ განაცხადა, ის ამ ფლობს არ ფლობს.
„მე ვიცი, რომ ადეიშვილი გენპროკურორის მთავარი მრჩეველია, მაგრამ ზუსტად, რა პოზიცია უკავია მას პროკურატურაში, ნამდვილად არ ვიცი. თუ მრჩეველია, ალბათ ოფიციალურად იქნება. სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ ამ საკითხით, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მრჩეველია“,- განაცხადა ნაყოფიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ ერთ თვეზე მეტია, რაც დაინიშნა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











