„ლელო საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, მიხეილ სააკაშვილი აზრს პლებისციტთან დაკავშირებით არ ეთანხმება.
როგორც ხაზარაძე ამბობს, ქვეყანა ჩიხშია შესული და გამოსავალი განვითარებაზე სტაბილურად გადასვლაა.
„მე მიხეილ სააკაშვილის პოზიციას არ ვეთანხმები. პლებისციტი არის ის, რისთვისაც დღეს შევიკრიბეთ – ადამიანებს, ჩვენ მოქალქეებს ვკითხოთ თავისი მომავლის ბედი. თუ ადამიანებს ვეუბნებით არჩევანი გააკეთოს, მაშინ რატომ არ უნდა ვკითხოთ მოქალაქეებს, გვინდა თუ არა ჩვენ მომავალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს?!
პროცესი ჩიხშია შესული. ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია. გამოსავალია განვითარებაზე სტაბილურად გადასვლა. განვითარებაზე გადასვლის საუკეთესო საშუალებაა მოქალაქეებს ვკითხოთ, სჭრიდებათ თუ არა ახალი არჩევნები“, – აცხადებს ხაზარაძე.
ცნობისთვის, ცნობსითვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე. მისივე თქმით, აქვს იმედი, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.











