იმ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენი ხალხი ჰყავს გატაცებული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. ვიცი ყველა დეტალი. კონტაქტზე ვარ სპეციალისტებთან, რომლებიც ლუცკში იმყოფებიან. ადგილზე პროფესიონალები მუშაობენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ გამტაცებელმა მძევლები გაუშვას. იქედან გამომდინარე, რომ ახლა იმ ადამიანთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელსაც ჩვენი ხალხი ჰყავს გატაცებული, მეტი დეტალის თქმა არ შემიძლია“,- აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში უცნობმა მამაკაცმა ავტობუსში მძევლები აიყვანა. ბოროტმოქმედი შეიარაღებულია და მას ასაფეთქებელი ნივთიერებაც აქვს.
მამაკაცი აცხადებს, რომ მისი მთავარი მოთხოვნაა მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან.











