“ყველა დაინახავს, მე და ლევან იოსელიანი ორი დეპუტატის გასაკეთებელზე გაცილებით მეტს გავაკეთებთ. ჩვენი ცხოვრების მოწყობაზე კი არ ვიზრუნებთ, მანქანებსა და ჯიპებს კი არ მოვიმსახურებთ, როგორც დავდიოდით ფეხით, ისე ვივლით”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვიქნებით ხალხის სამსახურში. დეპუტატის მანდატი გვჭირდება იმისთვის, რომ ხალხს რეალური პრობლემები მოვუგვაროთ. მანდატი გაცილებით მეტ საშუალებას გვაძლევს. მინდა, რომ პარლამენტში უმუშევარი ხალხის ხმა ისმოდეს.
რადგან ვთქვით, რომ ვიდრე არ ამოიწურება რესურსი მანდატის გაუქმებას ხელს არ მოვაწერთ. ამავდროულად არც საბიუჯეტო დაფინანსება და არც ხელფასები მოგვითხოვია. მოგვივიდა წერილი პარლამენტიდან მოგვაწოდეთ თქვენი დეკლარაციები და საბანკო ანგარიში. უარი ვთქვით. თუ შევალთ პარლამენტში, მაშინ მოვითხოვთ დაფინანსებასაც და ხელფასებსაც, ჰაერით არავინ არ ვიკვებებით. მაგრამ სანამ ეს არ მომხდარა ან დაფინანსება რა ნამუსით მოითხოვეს ან ხელფასი“, – განაცხადა ელისაშვლიმა











