ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქცია გრძელდება. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქალაქში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა, ასევე შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების მეორე ტალღა 25 ოქტომბრიდან მას შემდეგ განახლდა, რაც ოპოზიციის მიერ ბელარუსის მთავრობისთვის წაყენებული ულტიმატუმის ვადა უშედეგოდ ამოიწურა.
ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნებში ლუკაშენკოს გამარჯვებას არ აღიარებენ.











