ბიულეტენების 99,62%-ის დათვლის შემდეგ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის ექსპრემიერი მაია სანდუ იმარჯვებს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის პროევროპული ოპოზიციური პარტიის ლიდერს ხმების 57.42 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტ კი 42.58%.
არსებული ინფორმაციით, მაია სანდუ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზეც ლიდერობს.











