ამ წუთებში მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იმართება. მოლოდინებსა და ალტერნატიულ გეგმებზე „პრაიმტაიმნიუსთან“ თაკო ჩარკვიანი საუბრობს.
– იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 4 პუნქტიდან სამს მხარს არ უჭერს, მაინც გაქვთ მოლოდინი, რომ მმართველი პარტია ოპოზიციასთან კომპრომისზე წავა?
ჩვენი ყველა მოთხოვნა უნდა უკავშირდებოდეს არჩევნების თემას. ხელისუფლება არ უჭერს მხარს და უგონო მდგომარეობა იქნება. მონოლითურად, ოპოზიცია პარლამენტში არ შევდივართ.
– იმ შემთხვევაში, თუ მმართველი გუნდი არ დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, გაქვთ ალტერნატიული შეთავაზება თუ ამით ასრულებთ მოლაპარაკებებს?
სიტყვა დასრულება დიალოგზე არასდროს უნდა თქვა, პოლიტიკაში არ არის სწორი. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი ახლა დაიწყო. აქამდე გიყურებს ის, გაუვა? რასაც უნდა იმას გააკეთებს, არ უნდა გაუტარო და მყარად იდგე, დაიცვა სახელმწიფოებრიობა.
– გაქვთ თუ არა ალტერნატიული გზა?
რა თქმა უნდა, გვაქვს. უპირველესად, რჩები გარეთ და გარედან ახდენ ძალიან ძლიერ ზეწოლას, რომ როგორმე შენი მიტაცებული სახელმწიფო დაიბრუნო. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, ამის მარტივად განხილვა არ შეიძლება. ბუნებრივია, იქნება აქციებიც. ეს ბრძოლის ფორმაა, რომელსაც ოპოზიცია კარგად დაამუშავებს და გეგმა შემუშავდება.
ამას ყველაფერს გაძლება უნდა, არ მგონია ამას რომელიმე ჯანმრთელი ჭკუის ადამიანმა, როცა ხალხი ასეთი განრისხებულია, გაუძლოს. ისტორიაშიც არ ვიცი ასეთი რამ ვის ეპატია. თუ მაინცდამაინც, კონფორმისტივით ორი ახალგაზრდა რომ ჰყავთ, იმათ ჭკუაზე ივლიან, არ ვიცი, როგორ დამთავრდება. ხალხის რისხვა რომ არ ასცდებათ, ეს ვიცი.











