პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები არ დავუჭერთ მხარს ამ მთავრობას, პირველ რიგში ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” პრემიერად ისეთი პოლიტიკოსი უნდა შეერჩია, ვინც ოპოზიციასთან მოლაპარაკებას შეძლებს.
“ჩვენ მხოლოდ ორი ხმა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ორნი, პარტია “მოქალაქეების” წარმომადგენლები არ დავუჭერთ მხარს ამ მთავრობას, პირველ რიგში ღარიბაშვილი კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა გაყოფილია ორ ბანაკად. იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატურა, ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას, ოპოზიციასთან მოპალარაკების მაგიდაზე დაჯდომას, ღარიბაშვილი არის ამის საპირისპირო, რადიკალური და კომფრონტაციული.”, – განაცხადა ელისაშვილმა.











