ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მორაგბეების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვისქვეშმყოფები შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაციის განსამუხტად მივიდნენ.
ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მათი განზრახვა ვინმეს ცემა არ ყოფილა და მიზანი მხოლოდ შერიგება იყო.
„სურვილი ჰქონდათ ამ ადამიანებს, რომ კონფლიქტი მოგვარებულიყო მშვიდობიანი გზით. მანქანა სიტუაციის განსამუხტად მივიდა. ეს მანქანა რომ ყოფილიყო ძალადობისთვის, მაშინ მინიმუმ ამირხანაშვილზე იძალადებდნენ. მე ვერ ვისაუბრებ „მერსედესში“ არსებულ სიტუაციაზე. რაც შეეხება „ტოიოტა ქამრიში“ არსებულ სიტუაციას, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მათი განზრახვა არ ყოფილა რაიმე ფორმით ძალადობა განეხორციელებინათ ვინმეზე. ასეთი რაღაც არსად არ ჩანს. ისინი ჩამოვიდნენ სიტუაციის განსამუხტად. მათი განზრახვა არ ყოფილა რომ მაინცდამაინც ვინმესთან ეჩხუბათ. ჩვენი მანქანაის კარი რომ იღება ვინმეს სცემს?! მისდევდნენ, მაგრამ მათი მიზანი იყო შერიგება, ეს ირკვევა ჩვენებებითაც“, – განაცხადა კობაიძემ.
შეგანსენებთ, რომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს.











