დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მორიგ შეხვედრას გამართავს.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ არ ადასტურებენ ინფორმაციას გაერთიანების შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით.
იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებულ ოპოზიციას დატოვებს, თაკო ჩარკვიანი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძესთან ერთად ბლოკი შექმნას.
„მოსალოდნელია, რომ ჩემი და გიორგი ვაშაძის გაერთიანება იხილოთ. ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. თუ ისინი გადაწყვეტენ რომ გადიან „ძალა ერთობიდან“, რაც უკვე შემოგვითვალეს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მე ვერავის შემკავებელი ვერ ვიქნები, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამაზე კვლავ მიმდინარეობს „ძალა ერთობაშიას“ კოლეგებთან კონსულტაციები. მათ გარეშე ეს ყველაფერი არ გადაწყდება“, – აღნიშნა პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შესაძლოა „ძალა ერთობაშია“ დაიშალოს











