მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში ნამდვილად გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩართო ჩვენი პარტნიორები, საერთაშორისო ორგანიზაციები ზაზას გახელაძის გათავისუფლებისთვის. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება.
ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ასევე ნახეთ: ვინ იგებს ფაშინიანის გამარჯვებით – დემოკრატიული არჩევნებით დასრულებული მწვავე პოლიტიკური კრიზისი











