fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მუსიკის ფონზე გავთბებით, კრევეტები, ცხელი ჩაი გვექნება – გიგა მაქარაშვილი აქციაზე, რომელსაც 22:00 საათზე იწყებენ

18:17 November 9, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

მოძრაობა „სირცხვილია“ ოპოზიციასთან ერთად დაუმორჩილებლობას აცხადებს. ორგანიზაციის წევრები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ხელისუფლებას აღარ დაემორჩილებიან.

რატომ აირჩიეს აქციის ორგანიზატორებმა პროტეტის გამოსახატავად არაკანონიერი გზა და რა გეგმები აქვთ აქციის მონაწილეებს? – ამ და სხვა საკითხების შესახებ  მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი აქტივისტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

გიგა მაქარაშვილი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, როცა უნდა ვთქვათ ხმამაღლა მთავარი სათქმელი. ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ამ დროს ადამიანები ითხოვენ სამართლიან არჩევნებს. ადამიანების სახლში გამოკეტვის ბრძანება მინიმუმ დანაშაულია და არ შეიძლება იყოს აღსრულებული.

ეს არის მცდელობა, რომ ხალხში თავისუფლების არსის შეგრძნება ჩაახშონ, რასაც ბუნებრივია, არცერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ჩვენი ორგანიზაცია აპროტესტებს არჩევნების გაყალბებას და ამ გაყალბების გაპროტესტებისას სახლში ჩაჯდომის საბუთზე ხელის მოწერას.

– თქვენი ორგანიზაცია აქციას მართავს მაშინ, როცა ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვასთ სპეციალური რეგულაცია ამოქმედდება,, მოქალაქეებს გადაადგილება შეიზღედება. რატომ აირჩიეთ პროტესტის გამოსახატავად არაკანონიერი გზა?

– 20:00 საათზე თუ დავემორჩილებით ამ კანონს, მერე 24:00 საათიანზე გადავლენ და საერთოდ სახლიდან ვერ გამოვალთ. მოკლედ, ჩვენ „ქართული ოცნების“ შემოღებულ  რეგულაციებს აღარ ვცნობთ.

ეს აღარ არის ის ბრძოლა, როცა „ოცნებას“ შეუძლია, რაღაც რეგულაციები დააწესოს. დაუმორჩილებლობა ნიშნავს დაუმორჩილებლობას. ადამიანები, უბრალოდ, აღარ აღიარებენ იმ თამაშის წესებს, რომელიც სახელდახელოდ მოიგონა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა.

– თქვენ, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, პასუხს აგებთ შედეგებზე, რომლებიც ე.წ. დაუმორჩილებლობას, შესაძლოა, მოჰყვეს?

– რომელი კანონდარღვევა გახსოვთ „სირცხვილიასგან“?! დღეს ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია. მუსიკის ფონზე გავთბებით, კრევეტები, ცხელი ჩაი გვექნება და ვიქნებით პარლამენტთან. ამის გამო თუ „ქართული ოცნება“ დაგვიშლის, გამოიყენებს წყლის ჭავლს,  ან რაიმე მსგავსს, როცა შეუძლია, რომ 2 ათასი ლარით დაგვაჯარიმოს, გადაწყვიტოს საზოგადოებამ ქუჩაში მშვიდობიანი ადამიანების დარბევა, არის თუ არა კონსტიტუციური.

– 22:00 საათზე მოქალაქეების გარეთ გაყვანა თითოეული მათგანით 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ვინ გადაიხდის ხელისუფლების მიერ გამოწერილ ჯარიმებს?

– ჩვენ პარტაქტივი ან თანამშრომლები ხომ არ გვყავს, რომ ვაიძულოთ აქციაზე მოსვლა. ეს არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი. ვინც მოდის, ყველამ იცის, რომ სახელმწიფომ შეიძლება, გამოუწეროს 2 ათასი ლარი. ეს არის ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ყველამ იცის, რომ თუ მოვა და თუ მოინდომებს ხელისუფლება დარბევას ან დაჯარიმებას, ისინი ყველანი საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. ჩვენ არ ვართ კომპანია, რომელიც თავის თანამშრომლებს აქეთ-იქით არბენინებს. ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვგეგმავთ აქციებს.

– რამდენი დღე გაგრძელდება თქვენს მიერ ორგანიზებული აქცია?

– აქციები შეწყდება მაშინ, როცა დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და თამარ ჟვანია პოსტიდან გადადგება.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

თეგები: გიგა მაქარაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

„პრაიდი“ აუცილებლად დაიხურება მარშით – გიგა მაქარაშვილი

July 5, 2021
846
პოლიტიკა

გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ – გიგა მაქარაშვილი

April 3, 2021
843
პოლიტიკა

წერონ და იკითხონ თავიანთი ჯარიმები, არაფრის გადახდას არ ვაპირებთ – გიგა მაქარაშვილი

February 10, 2021
904

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია