fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობებზე არის საუბარი

16:41 March 16, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
813
ნახვა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომელშიც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობებზეც არის საუბარი.

ანგარიში 2020 წლის განმავლობაში ნატო-ს მუშაობასა და მიღწევებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, მოკავშირეები კვლავ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში საბოლოო წევრობას, რაც შეესაბამება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობა გრძელდებოდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და საქართველოს ნატოს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად.

„არსებული კომპლექსური ინიციატივების გარდა, ნატო და საქართველო მუშაობდნენ ერთად ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი განსაახლებლად, რათა ის ექციათ უფრო მეტად ამბიციურ, თანმიმდევრულ და უფრო მიზნობრივ პაკეტად, რომელიც უკეთესად ასახავს, როგორც საქართველოს, ისე ალიანსის პრიორიტეტს. განახლებული პაკეტი სულ 16 ინიციატივას მოიცავს, რაც სამით მეტია, ვიდრე წინაში. ახალ ინიციატივებს შორისაა სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება, ინგლისური ენის უნარების განვითარება, ასევე სტანდარტიზაციასა და კოდიფიკაციას. განახლებული პაკეტი ითვალისწინებს საქართველოსადმი გაძლიერებულ მხარდაჭერას, მათ შორის, კიბერლაბორატორიის განვითარებას, საქართველოსა და ნატოს შორის უსაფრთხო კავშირის დამყარებას, სამხედრო ინჟინრების წვრთნას, საზღვაო და კოსმოსური ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის პროექტების ფარგლებში, მოკავშირეებმა დააფინანსეს განათლება და ტრენინგები, მათ შორის, საქართველოს სამხედრო პოლიციისთვის, ასევე სწავლება და აღჭურვილობა. ამასთან, ნოემბერში პოლონეთში მდებარე ნატოს ერთობლივი ძალების საწვრთნელმა ცენტრმა და საქართველოში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა გააფორმეს თანამშრომლობის შეთანხმება. დამატებით, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულმა ბატალიონმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სამხედრო პოლიციის განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

„საქართველო განაგრძობს ნატოს ოპერაციებსა და მისიების, მათ შორის, ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და ოპერაცია „ზღვის მცველის“ მნიშვნელოვან მხარდაჭერას. საქართველოს ასევე წვლილი შეაქვს ნატოს რეაგირების ძალებში“, – აღნიშნულია ალიანსის ყოველწლიურ ანგარიშში.

თეგები: იენს სტოლტენბერგისაქართველოს მთავრობა

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი: დემოკრატია და თავისუფლება მძიმე ზეწოლის ქვეშაა მოქცეული

November 30, 2021
801
მსოფლიო

ნატოს გენერალური მდივანი: წლების განმავლობაში, რუსეთი მეზობლებს აშინებდა, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენა

June 8, 2021
789
მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: NATO-ს კარი ღიაა, ვმუშაობთ ასპირანტ ქვეყნებთან – საქართველოსა და უკრაინასთან

June 1, 2021
794

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია