ნატო-ს სჭირდება საქართველო, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„საქართველო, რომელსაც აქვს პლურალისტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია ორივეს წინაშე. საქართველოს ყველა მეგობარმა მხარი უნდა დაუჭიროს მათ, ვინც ამის მისაღწევად მუშაობს“, – წერს კელი.
NATO does need Georgia — a Georgia that has a pluralistic parliament, an independent judiciary, and a government that is accountable to both. All friends of Georgia should support those who are working to achieve it. https://t.co/l6IIk2J8ad
— Ian Kelly (@ikelly731) April 4, 2021











