“სააკაშვილი არ თამაშობს პროდუქტიულ როლს ახლა, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ამ კრიზისის გადაჭრის მცდელობაში”,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელმა განაცხადა.
“მე ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან დამანგრეველია, რომ პრემიერმინისტრმა, ბატონმა ღარიბაშვილმა თქვას შენზე, რომ დამნაშავე ორგანიზაცია ხარ, რომელიც არ იმსახურებს, რომ გარკვეული როლი ჰქონდეს საქართველოს პოლიტიკაში. ეს არა მხოლოდ არაჯანსაღი რამაა სათქმელად, არამედ ქართველი ამომრჩევლის დაახლოებით 30%-ს უზღუდავს არჩევანის უფლებას.
ეს ასახავს კიდევ ერთ ტენდენციას, რაზეც ბევრი არ გვილაპარაკია, თუმცა [ამ კრიზისის] მთელი არსი არის ძალაუფლების ზედმეტად გაპიროვნულება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. სავარაუდოდ, უადგილოა ჩემ მიერ აქ ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ მაინც ვიტყვი, მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო, რაც აქ შეიძლება, მოხდეს, ისაა, რომ ამ კონფლიქტის ორმა წამყვანმა ფიგურამ, ბიძინა ივანიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა თქვან: “საკმარისია, ჩვენ სრულად გავდივართ პროცესებიდან, შემდეგ თაობას უნდა მივცეთ შანსი, რომ გადაჭრან ეს პრობლემები”. ეს იქნებოდა ძალიან კეთილშობილური გადაწყვეტილება ორივეს მიერ”,- განაცადა იან კელიამ.











