fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნაცმოძრაობა“, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ისე აგრძელებს მუშაობას – ზაალ უდუმაშვილი

12:37 December 17, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
916
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება არ არსებობს.

როგორც მან „პრაიმტაიმნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, პარტიის დატოვებას არავინ აპირებს.

– ბატონო ზაალ, ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური პროცესების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ დატოვა.  შესაძლოა „ნაცმოძრაობა“ პარტიის სხვა წევრებმაც, მაგალითად, თინათინ ბოკუჩავამ ან სალომე სამადაშვილმაც დატოვონ?

– ვერანაირად დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას, რადგან თინა ბოკუჩავას და სალომე სამადაშვილს თითქმის ყოველდღიურად ვუსმენ ეთერებში და მათი პოზიცია სრულაიდ თანხვედრაში პარტიის პოზიციასთან.

რაც შეეხება ბატონ გრიგოლს, არ არის იოლი, როცა პარტიის თავმჯდომარე პოსტს ტოვებს, თუმცა ახლა „ნაცმოძრაობა“, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ისე განაგრძობს მუშაობას. ვინ შეიძლება დაიკავოს ბატონი გრიგოლის თანამდებობა, არ ვიცი, ამის შესახებ  არც გვიმსჯელია.

– „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის წევრებს შორის საკვანძო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიციები არ არსებობს? – გრიგოლ ვაშაძემ პარტიიდან წასვლის მიზეზად „ნაცმოძრაობის“ მიერ ელჩების კრიტიკა და ლიდერშიფის მიერ მიღებული არაჯანსაღი გადაწყვეტილებები დაასახელა, რაც მის პოზიციასთან შეუთავსებელი იყო. 

– პირველ რიგში, დიდი მადლობა ბატონ გრიგოლს იმ გაწეული შრომისთვის, რაც მან პარტიაში განახორციელა, ეს არ იყო იოლი ნამდვილად. ძალან ბევრი რამ გააკეთა მან, როგორც პარტიის ლიდერმა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე.  ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. პარტიაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება ძალიან ფართო კონსენსუსით.  რაც შეხება ელჩების კრიტიკას, ჩვენ არასოდეს გაგვიკრიტიკებია ფასილიტატორები და არ ვიცი, ვის გულისხმობდა ბატონი გრიგოლი თავის განცხადებაში.

– მინდა გკითხოთ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების შესაძლო გაგრძელებაზეც – იმ ფონზე, როცა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის თაობაზე თქვენმა პარტიამ განცხადება უკვე შეიტანა, რამდენად პერსპექტიული და შედეგიანი შეიძლება იყოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელება?

– მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ ვიქნებით თუ არა პარლამენტში, ამ საკითხის გადაწყვეტა ისედაც შეიძლება. თუმცა, ვიდრე ჯერ არ დაკმაყოფილდება ოფიციალურად ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტის  საკითხი, ამას გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდება, კიდევ არის პატარა ფანჯარა დარჩენილი. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოეგება გონს, გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს, რა თქმა უნდა, არის ფანჯარა…  მოლაპარაკებები შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს, უბრალოდ, ეს იქნება გაცილებით რთული მოლაპარაკებები.

თეგები: ზაალ უდუმაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

რატომ არ აირჩია “ნაციონალურ მოძრაობამ” შიმშილობის ადგილად პარლამენტის შენობა – ზაალ უდუმაშვილის განმარტება

December 22, 2021
868
პოლიტიკა

ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია – ზაალ უდუმაშვილი

December 8, 2021
797
მთავარი ამბავი

სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი, არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების – ზაალ უდუმაშვილი

November 15, 2021
848

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია