NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 31% აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. 25% კი, ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არაა, ხოლო 24 პროცენტი პასუხზე უარს ამბობს.
მხოლოდ 5 პროცენტი ამბობს, რომ მათთან ახლოს „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო 9 პროცენტი – სხვა პარტიები.


კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. სატელეფონო ინტერვიუს გზით ქვეყნის მასშტაბით 2 053 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1%-ია. NDI-ში განმარტავენ, რომ ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება შესაძლოა ცდომილებაზე აისახოს.










