ნევადას შტატში რესპუბლიკელებმა 3 062 დარღვევა დააფიქსირეს. ამის შესახხებ „ბიბისი“ წერს.
ერთ-ერთი დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ ნევადაში ხმა მისცეს პირებმა, ვინც შტატის ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობს.
გამოცემის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის ნევადას ოფისის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს აშშ-ის გენერალურ პროკურატურას და საჩივრები გადაუგზავნეს.
ნევადა ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო გამარჯვებული ჯერ არ დაუსახელებიათ.
ამჟამად, წინასწარი მონაცემებით ლიდერობს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ჯო ბაიდენი, რომელიც ტრამპს 11 400 ხმით ამარცხებს.
ბოლო მონაცცემებით, ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე.











