დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართება, სადაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.
როგორც „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას, მისმა ადვოკატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, სასამართლოზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრალდება გამოგონილია.
„ფაქტობრივად, საქმეში არ არის არავითარი მტკიცებულება, რომელითაც დადასტურებდა, რომ გიორგი რურუას ჩადენილი აქვს ეს დანაშაული, რომ მას მართლა ჰქონდა, ცეცხლსასროლი იარაღი. პირიქით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები… ეს სასამართლოს დროს კიდევ უფრო გამტკიცდა, რომ ბრალდება სრულიად გამოგონილია. ეს დანაშაული პროკურატურამ გიორგი რურუას დააბრალა,“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა გიორგი რურუა18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.











