მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილმა უარი თქვა ყველა წამლის და დანამატების მიღებაზე, ასევე გადასხმებზე.
„შესული იყო 2 მედიკოსი, მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებაზე და გადასხმებზე და არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. მისი მდგომარეობა უარესდება. მე ვთხოვ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში“ – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 38-ე დღეა შიმშილობს.











