fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნინო ბურჯანაძე ფორსმაჟორის გამოცხადებას და საბანკო კრედიტების გადავადებას მოითხოვს

13:40 October 21, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

მოვამზადეთ პეტიცია, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ ცნოს პანდემია ფორსმაჟორად და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო წნეხისაგან, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან.

„კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა. ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მომხმარებლებს კრედიტებს აღარ გადაუვადებს, ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იმყოფება უკიდურეს მდგომარეობაში, რომელსაც დაემატა კორონავირუსისგან და უუნარო მთავრობისაგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი.

ივანიშვილი და მისი მთავრობა ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ფლობს იურიდიულ დეტალებს და უბრალოდ ბევრ მათგანს არ ახსოვს, რომ ყველა ხელშეკრულებაში წერია ფორსმაჟორული სიტუაცია, რა დროსაც თუ მთავრობა არ თაღლითობს, ბანკები ვალდებულნი არიან როგორც მინიმუმ, გადაუვადონ კრედიტები მოსახლეობას, ჩამოაჭრან პროცენტებიც და ჯარიმებიც. ეს თაღლითობაა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები და არ ითვალისწინებს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დიახ ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავუდგეთ მხარში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თეგები: ნინო ბურჯანაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: თვითმმართველობის არჩევნები არ მაინტერესებს, არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებას

June 30, 2021
790
პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: ნუ შევეგუებით ისეთ საქართველოს, სადაც სოხუმის და ცხინვალის გარეშე ვიზეიმებთ 26 მაისს

May 26, 2021
808
პოლიტიკა

ჩვენ, ბარიერგადალახული პარტია გარეთ ვართ დარჩენილი – ნინო ბურჯანაძე

May 21, 2021
823

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია