საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გახელაძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ზაზა გახელაძე 11 ივლისიდან ოკუპანტების ტყვეობაშია – მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ. მესაზღვრეებისთვის ცეცხლის გახსნას ედავებიან.
ჩემს შვილს სანადირო თოფი ჰქონდა, 10-ჯერ ვერ გაისროდა – ოკუპანტების მიერ გატაცებული გახელაძის დედა











