ოკუპირებული გალის რაიონ სოფელ ჭუბურხინჯში მდინარეში 55 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
იგი საქართველოს მოქალაქეა, გვარად გუნია, რომელის ნათესავები ზუგდიდში ყოფილი ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში ერთ-ერთ კომპაქტურში ცხოვრობენ.
თავად გარდაცვლილი მამაკაცი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
„პრაიმტაიმნიუსი“ ინფორმაციით, მას სწრაფად მოძრავი ავტომობილი წუხელ გვიან ღამით გალის ცენტრში დაეჯახა და იგი ადგილზე გარდაიცვალა.
შემდეგ კი მისი ცხედარი, სავარაუდოდ კვალის დაფარვის მიზნით, მძღოლმა მდინარეში გადააგდო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულში ბრალდებული პირი დაკავებულია.
ავტორი: თეა შონია











