fbpx
13/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ოპოზიციის მიერ ელჩებისთვის წარდგენილი დოკუმენტი გასაჯაროვდა – ოთხი მოთხოვნა ცნობილია

21:28 December 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
989
ნახვა

ოპოზიციამ ხელისუფლებას, ფასილიტატორი ელჩების საშუალებით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის 4-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. დოკუმენტს „ფორმულა“ ასაჯაროებს.

რა წერია „ფორმულას“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში:

1. პოლიტიკური პატიმრები

უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები გიორგი რურუა, ნატალია ილიჩოვა, ივერი მელაშვილი, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ხოლო მათი საქმეები უნდა დაიხუროს

2. საპარლამენტო არჩევნები

ვარიანტი 1. ახალი არჩევნების დანიშვნა 2021 წელს

ვარიანტი 2. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს პლებისციტს 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ. პლებისციტი უნდა ჩატარდეს შეკითხვით: „უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად“. პასუხის ვარიანტები: „დიახ“ და „არა“.

იმ შემთხვევაში, თუ პლებისციტში მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დადებითად უპასუხებს პლებისციტში დასმულ კითხვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 2021 წლის შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს ამ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით

3.    საარჩევნო სისტემა

ყველა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერით (ან 1%-იანი საარჩევნო ბარიერით), საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

თვითმმართველ ქალაქებში ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპოციული სისტემით, ბუნებრივი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობით

4.    საარჩევნო ადმინისტრაცია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და შეიცვალოს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებით, რომელიც დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ

საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად უნდა დაინიშნონ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის (ISFED, TI, GYLA) მიერ ნომინირებული პიროვნებები

საარჩევნო კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 წლის არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლებით (თავმჯდომარეები იქნებიან გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე). როგორც ალტერნატივა, შეიძლება განხილული იქნას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სახალხო დამცველის მიერ 5 წევრის ნომინირება.

ცესკო გადაწყვეტილებას იღებს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც გულისხმობს მინიმუმ 8 წევრის უმრავლესობას

მკაფიოდ უნდა გაიწეროს ხმების გადათვლის საფუძვლები და წესები. ყველა დაუბალანსებელი ოქმი გადათვლის ავტომატური წინაპირობა უნდა გახდეს, თუ არსებობს დაინტერესებული მხარის მოთხოვნა

უბნები, რომელშიც აღმოჩნდება, რომ ურნაში მეტი ბიულეტენია, ვიდრე მისული ამომრჩევლების რაოდენობა, ავტომატურად უნდა გადაითვალოს კომისიის მიერ. დისბალანსის დადასტურების შემთხვევაში, უბნების შედეგები უნდა გაუქმდეს და ასეთ უბნებში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები

ბიულეტენების გატანა საარჩევნო უბნიდან უნდა აიკრძალოს (სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა). ბიულეტენს უნდა ჰქონდეს ე.წ. RFID სტიკერი, ხოლო უბნების შესასვლელებში ამავე სტიკერის დეტექტორები, რაც გამორიცხავს, უბანზე საარჩევნო პროცესის დროს ბიულეტენის გამოტანა – შეტანას

ხმის მიცემა შესაძლებელი უნდა გახდეს მხოლოდ ელექტრო ჩიპიანი პირადობის მოწმების მეშვეობით. პირადობის მოწმობები უნდა დარიგდეს სახელმწიფოს მიერ უფასოდ, მათ შორის, ემიგრანტებზე

უნდა დაინერგოს ელექტრონული კენჭისყრის ელემენტები, როგორებიცაა ელექტრონული ხმის მიცემის მანქანების გამოყენება

უნდა მოხდეს თითის ანაბეჭდების ამოსაცნობი სისტემის გამოყენება ე.წ. კარუსელის გამოსარიცხად

უნდა აიკრძალოს ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მობილური ტელეფონით შესვლა

კომისიას არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გააძევოს პარტიის წარმომადგენელი უბნიდან. პარტიას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ შეცვალოს თავისი წარმომადგენელი ნებისმიერ დროს (წარმომადგენლები წინასწარ უნდა იყვნენ ნომინირებული პარტიების მიმართ)

ყველა უბნიდან უნდა ხდებოდეს უწყვეტი პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია. კამერა #1 უნდა იღებდეს უბნის პერიმეტრს; კამერა #2 – საარჩევნო უბანს; კამერა #3 – დათვლის პროცესს. კომისიის წევრები ვალდებული უნდა იყონ თითოეული ბიულეტენი მიუშვირონ კამერას დათვლისას. ბიულეტენების დათვლის უწყვეტ ვიდეოში უნდა ჩანდეს თუ რომელმა პარტიამ რამდენი ხმა მიიღო

უნდა აიკრძალოს საარჩევნო დღეს საარჩევნო უბნების ირგვლივ ადამიანების შეკრება (მაგალითად, არანაკლებ 100 მეტრის რადიუსით)

გამკაცრდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის წესები და მოვიდეს შესაბამისობაში ეუთო/ოდირის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებთან. საჯარო მოხელეებს აკრძალული უნდა ჰქონდეთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა

საარჩევნო დავების განხილვის წესი უნდა შეიცვალოს: ვარიანტი 1. საარჩევნო დავებისთვის იქმნება საგანგებო ნაფიცი მსაჯულების ჯგუფი, რომლებიც ინიშნება პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (76 ხმა), ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით; ვარიანტი 2. იქმნება დროებითი საარჩევნო სასამართლოები, რომლებშიც მოსამართლეები ინიშნება სახალხო დამცველის წარდგინებით პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ (76 ხმა), ოპოზიციის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობით.

თეგები: გაერთიანებული ოპოზიცია

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ოპოზიციის ერთობა არსად გამქრალა, რადგან ეს არც ყოფილა – გურამ მაჭარაშვილი

August 16, 2021
772
პოლიტიკა

“მოვიდნენ და მე მათთან ერთად დავჯდები საგამოძიებო კომისიაში, ვიბრძოლებ მტკიცებულებებით” – ლევან იოსელიანი ოპოზიციას მიმართავს

February 8, 2021
864
პოლიტიკა

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმება მოლაპარაკებების დასასრული არ არის – ზურა ჯაფარიძე

February 1, 2021
857

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია