პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმაურება.
როგორც ელისაშვილი ამბობს, ხალხის განწყობებიც ადასტურებს, რომ პოლიტიკა შესაცვლელია.
„ჩვენ, ორი ადამიანი ვცდილობთ, პარლამენტში ხალხის პრობლემები ისმოდეს. სულ ვცდილობთ, მათგან რა გასაჭირიც გვესმის, ამაზე ვისაუბროთ. მაგალითად, ხვალ ძალიან საინტერესო პრესკონფერენცია გვექნება პენსიებთან დაკავშირებით. ვისაუბრებთ, რა ყაჩაღური სქემა აქვს „ლიბერთი ბანკს“ შემუშავებული და როგორ შეიძლება ეს სქემა დაინგრეს, რათა პენსიონერებმა შვება იგრძნონ და ეს ბანკი არ ძარცვავდეს. ხალხის განწყობაც ადასტურებს, რომ ეს არის შესაცვლელი, პოლიტიკა, პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუციები უნდა იყოს ხალხის სამსახურში და არა მარტო თავისი ოჯახური კეთილდღეობის მოწყობისთვის. პარლამენტი არის ერთგან, ხალხის პრობლემები კი სულ სხვაგან, რადგან „ქართული ოცნება“ ვიცით, რომ აცდენილია ხალხის პრობლემებს და იმ დაბურული ჯიპებიდან ძალიან სხვანაირად – უფრო ლამაზად ჩანს რეალობა, ვიდრე სინამდვილეში არის. ამიტომაც, ოპოზიციაც სრულად უნდა იყოს წარმოდგენილი და ყველამ თავის წილ დარდზე და ხალხის პრობლემებზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნახეთ დეტალურად: “ქართული ოცნება” 23%, “ნაციონალური მოძრაობა 7% – პარტიების მხარდაჭერა NDI-ის კვლევის მიხედვით
გამოკითხულთა 44% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI










