კორონავირუსისგან გამოწვეულმა პანდემიამ და შეჩერებულმა ეკონომიკამ საქართველოს ბევრი მოქალაქე უმუშევრად დატოვა.
ISET-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ეკონომიკამ 43,800 დაქირავებული მუშახელი დაკარგა, დამატებით 9,600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15,600 ადამიანი შეემატა უმუშევართა რიგებს.
აღსანიშნავია, რომ 15,600 ახალი უმუშევრიდან 13,9 ათასი (89%) ქალია და მხოლოდ 1,7 ათასი (11%) კაცი.
როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი.











