დღეიდან პარლამენტში კომიტეტები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
15 ივლისს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ.
23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განმარტებით, ცვლილება ბიუჯეტის მთლიანი შიდა პროდუქტის 3, 4%-ით ზრდას ითვალისწინებს.










