ახლადშეკრებილი პარლამენტი 18 დეკემბერს საშემოდგომო სესიას დახურავს. მუშაობა რიგგარეშე სხდომების ფორმატში გაგრძედება.
რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მიიღებს, რაც რიგგარეშე სესიის რეჟიმში მოხდება.
ცნობისთვის, ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და პარლამენტში შესვლას არ აპირებს. დღეს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის თხოვნით პარალმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა მიმართეს.











