პარლამენტის რამდენიმე კომიტეტმა სამთავრობო პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
დასრულდა კომიტეტის სხდომები, სადაც დეპუტატებს მინისტრობის კანდიდატებმა სამთვრობო პროგრამა გააცნეს.
დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა გააცნეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.











