პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობა დაასრულა. რეგლამენტის მიხედვით, ივნისის ბოლო პარასკევს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა.
პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც პრემიერ-მინისტრმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, 29 ივნისს, რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან.
საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას დაიწყებს.










