დღეს, პარლამენტში 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე დასრულდება.
მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის ეს ვერსია ქვეყნის ინტერესებს არ ასახავს. დოკუმენტის დამტკიცებას კი, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ვარაუდობს.
შეგახსენებთ, 9 ივნისს საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინა.










